რუსულმა სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველ მოხალისე რუსუდან ივანეიშვილს 13-წლიან პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

"ის შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებულ მებრძოლად მონაწილეობაშია დამნაშავე". – წერია საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.

როგორც რუსული მედია წერს, 1995 წელს დაბადებული რუსუდან ივანეიშვილი, რომელიც იმერეთიდან, ტყიბულის მუნიციპალიტეტიდანაა, საქართველოს თავდაცვის ძალებში ირიცხებოდა და 2016 წელს მონაწილეობდა ავღანეთში NATO-ს ოპერაცია "გადამწყვეტ მხარდაჭერაში".

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ქართველი მოხალისე მეუღლესთან - გელა ბეგლარაშვილთან ერთად იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ. ცოლ-ქმარი ფრონტის ხაზიდან ავრცელებდნენ ვიდეოებს.