20 წლის ოლესია შინაპატიმრობაშია და პოლიცია მას ელექტრო სამაჯურით აკონტროლებს. კრივცოვას სახლიდან გასვლა მხოლოდ სასამართლო პროცესზე დასასწრებად შეუძლია. შინაპატიმრობის წესების თანახმად, მას ტელეფონზე საუბარი და ინტერნეტში შესვლა ეკრძალება.
ოლესია კრივცოვას ბრალი ედება ტერორიზმის გამართლებასა და რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციაში და 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ერთ-ერთი ამბავი, რის გამოც მას შინაპატიმრობა შეეფარდა, გასული წლის ოქტომბერში ყირიმის ხიდზე აფეთქებას შეეხებოდა, სადაც იგი ამ ფაქტით უკრაინელების კმაყოფილებაზე ჰყვებოდა.
ამბის გამოქვეყნების შემდეგ, კრივცოვასთან სახლში პოლიციელები მივიდნენ, ტელეფონი წაართვეს და იატაკზე დაწოლა მოსთხოვეს.
"ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ინტერნეტში რამის გამოქვეყნებისთვის ამხელა პატიმრობის მიღება შეიძლებოდა", - ამბობს სტუდენტი.