რუსეთში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გენერალი პაველ პოპოვი დააკავეს. მას თაღლითობა ედება ბრალად.
გამოძიების ვერსიით, 2021-2024 წლებში, პოპოვი მომსახურების პარკ პატრიოტის მშენებლობის პროექტს ხელმძღვანელობდა. პარკის დირექტორთან, ვიაჩესლავ ახმედოვთან, ასევე თავდაცვის სამინისტროს ინოვაციური განყოფილების სამმართველოს უფროსთან, ვლადიმირ შესტეროვთან ერთად ფინანსურ რესურსებს იპარავდა. გარდა ამისა, თაღლითობის გზით ნაშოვნი ფულით იშენებდა სახლს, რომლის მშენებლობისთვის პატრიოტის მუშებს იყენებდა.
როგორც გამოძიება აღნიშნავს, ქალაქგარეთ მდებარე სახლის გარდა, გენერალი ფლობს უძრავი ქონების ობიექტებს მოსკოვში, მოსკოვის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში. ქონების სავარაუდო ღირებულება 500 მილიონ რუბლს (1.4 მილიონი ლარი) შეადგენს.