მოსკოვში რუსი ოლიგარქი იბრაჰიმ სულეიმანოვი დააკავეს. მილიარდერს მკვლელობის ორგანიზება ედება ბრალად.

2004 წელს მოსკოვის ცენტრში ფინანსური გაჯანსაღების სამსახურის ხელმძღვანელი გეორგი ტალი მოკლეს.

გამოძიების ვერსიით უშუალოდ მკვლელობა დაღესტნური ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრმა, აბაკარ დ.-მ ჩაიდინა.

სულეიმანოვი წარმოშობით დაღესტნელი მილიარდერია, რომელსაც დაღესტნურ კრიმინალურ წრეებთან ჰქონდა კავშირი.

მიუხედავად იმისა, რომ მისი სახელი იშვიათად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში, სულეიმანოვი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი რუსი ოლიგარქია.

ცნობილია, რომ დაღესტნელ ოლიგარქს კრიმინალური წარსული აქვს. გარდა ამისა, ის მიხაილ ხოდორკოვსკის ყოფილი ბიზნეს პარტნიორის, ასევე გავლენიანი მილიარდერის, პლატონ ლებედევის სიძეა.