რუსეთში გამართულ მუსიკალურ ფესტივალზე სამართალდამცველებმა დაახლოებით 100 მოქალაქე დააკავეს. დაკავების ოფიციალურ და მთავარ მიზეზად "უკრაინის მხარდამჭერი სიმღერების შესრულება და მოსმენა" დასახელდა.

ფესტივალის მიმდინარეობისას პოლიციამ მასობრივი რეიდები მოაწყო, რის შედეგადაც ასამდე პირი იქნა აყვანილი.

დაკავებულებს ედავებიან უკრაინული ენის გამოყენებას, უკრაინული სიმღერების შესრულებასა და ადგილობრივი კანონმდებლობით "აკრძალული" თემების საჯაროდ განხილვას.

დაკავებულები განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები იწერება.