რუსეთში, კურსკის ოლქის გუბერნატორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ვლადიმირ ბაზაროვი დააკავეს. ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ ხინშტეინი ადასტურებს. მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

"დარწმუნებული ვარ გამოძიება ობიექტურად გაერკვევა ყველაფერში. არანაირ შეფასებას არ გავაკეთებ, მით უმეტეს, რომ სხვა რეგიონის სიტუაციაზე მიმდინარეობს გამოძიება". – თქვა ხინშტეინმა.

კურსკის გუბერნატორმა დააზუსტა, რომ გამოძიება ბელგოროდის ოლქში ბაზაროვის საქმიანობას ეხება.

ბაზაროვი ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობას მიმდინარე წლის თებერვლამდე იკავებდა.

2025 წლის აპრილში სამართალდამცველებმა ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ალექსეი სმირნოვი დააკავეს, რომელსაც უკრაინის საზღვართან ახლოს გამაგრებების აშენებისას ქრთამის აღება ედება ბრალად. დიდი ალბათობით, ბაზაროვი იმავე საქმის ერთ-ერთი მონაწილეა.