ლვოვის მერის, ანდრეი სადოვოის  განცხადებით, რუსეთის მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 10 წლის ბიჭი.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაზიანდა ორი სკოლა. გარდა ამისა, მერი ამბობს, რომ მთავარი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსებში ხანძარია. ქალაქის სამ ქუჩაზე შენობებში მინები ჩაიმსხვრა. 

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთმა რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.