პოლონეთთან უკრაინის სასაზღვრო რაიონში, საზღვრის გადაკვეთის პუნქტთან ახლოს, უპილოტო საფრენი აპარატის ახალი დარტყმა მოხდა, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
"პოლონეთის საზღვართან ძალიან ახლოს, დოროჰუსკის სიახლოვეს, სავარაუდოდ, კვლავ ბენზინგასამართ სადგურს დაარტყეს", - თქვა მან ვარშავაში, ავსტრიის კანცლერ კრისტიან შტოკერთან შეხვედრის შემდეგ.
ტუსკმა ძლიერი აფეთქების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლონური გამანადგურებლები ჰაერში ასწიეს. პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის მონაცემებით, დრონმა მიზანს მიაღწია, ან ჩამოგდებულ იქნა უკრაინის ვოლანის ოლქში, პოლონეთ-უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 4 კილომეტრში. სამხედროებმა დააზუსტეს, რომ საუბარი იყო რეაქტიულ უპილოტო საფრენ აპარატზე.
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა განაცხადა, რომ თავად საზღვრის გადაკვეთის პუნქტი არ დაზიანებულა. თავდასხმის გამო, ლუბლინისა და კარპატწინეთის მცხოვრებლებმა უსაფრთხოების სამთავრობო ცენტრის გაფრთხილებები მიიღეს, ხოლო ლუბლინისა და ჟეშუვის აეროპორტებმა მუშაობა დროებით შეაჩერეს.




