რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა იაპონიის ცხრა ოფიციალურ პირს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, ეს ნაბიჯი არის პასუხი სანქციებზე, რომლებიც იაპონიამ რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო დააკისრა.

მათ შორის, ვისაც რუსეთში შესვლა აუკრძალეს, არიან: იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტაკესი ივაია, იაპონიის ელჩი უკრაინაში მასასი ნაკაგომე, ამ პოზიციაზე მისი წინამორბედი კუნინორი მაცუდა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ვიცეპრეზიდენტი, სეჰეი ჰარა, ამ სააგენტოს უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი ჰიდეკი მაცუნაგა და ოთხი კომპანიის (IHI Corporation, Isuzu Motors, Prodrone და Cyberdyne) - პრეზიდენტები.