გასულ ღამეს რუსეთმა კიევისა და ოდესის ოლქებზე რაკეტებითა და დრონებით იერიშები მიიტანა.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა მხარემ საჰაერო თავდასხმა Iskander-M და S-400-ის ტიპის რაკეტებთან ერთად 217 დრონით განახორციელა.
თავდასხმის დროს გამოყენებული იყო „ბანდეროლის“ ტიპის ბარაჟირებადი საბრძოლო მასალაც.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ 182 დრონის, სამი რაკეტისა და 6 ერთეული ბარაჟირებადი საბრძოლო მასალის განადგურება ან რადიოელექტრონული საშუალებებით ჩახშობა შეძლეს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ რუსული საჰაერო საშუალებების მოხვედრა 41 ლოკაციაზე დაფიქსირდა, ამასთან ერთად, მოგერიებული სამიზნეების ნამსხვრევები 12 ადგილზე ჩამოცვივდა.
ბალისტიკური რაკეტებით დაიბომბა კიევის დარნიცის რაიონში მდებარე რკინიგზის ობიექტი. მომხდარს რკინიგზის ერთი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.




