ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით იტყობინება.
„დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში ფინეთის ელჩი ანტი ჰალანტერი გამოიძახა და მას 1 ივლისიდან ფინეთის ქალაქ ლაპეენტრაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობის დახურვის შესახებ განუცხადა. ამავდროულად, ფინურ მხარეს ეცნობა 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოქმედი სანქტ-პეტერბურგში ფინეთის გენერალური საკონსულოს პეტროზავოდსკის და მურმანსკის ფილიალების საქმიანობაზე თანხმობის იმავე თარიღიდან გასვლის შესახებ. ფინეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ნოტა გადაეცა.
რუსული მხარის ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ფინეთის მიერ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში გატარებული კონფრონტაციული კურსით, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა რუსეთ-ფინეთის ურთიერთობების მთელ სპექტრს. ფინური მხარის ინიციატივით შეწყდა ორმხრივი პოლიტიკური დიალოგი, განადგურდა მრავალმხრივი სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობა, დაირღვა დაძმობილებული ქალაქების და რეგიონების კავშირების ქსელი, მოიშალა მჭიდრო საზღვრისპირა თანამშრომლობა, შეწყდა საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლები.
ამავდროულად, ფინეთმა უარი თქვა სამხედრო ალიანსებში არ მონაწილეობის ტრადიციული პოლიტიკაზე და შეუერთდა ნატოს ბლოკს, რომელიც არ მალავს თავის რუსეთის საწინააღმდეგო ორიენტირებას. ფინეთში რუსეთის საზღვარგარეთული მისიების მისიებისა და კომპანიების ნორმალურად ფუნქციონირებას დაბრკოლებები ექმნება. რეგულარული ხასიათი აქვს ჩვენი მისიების თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციული და საფრთხის შემცველი გამოხტომებს, რომელთა აღკვეთას ფინეთის ხელისუფლება ვერ ახერხებს.
ამ პირობებში, მათ შორის 2022 წლის შემოდგომიდან ფინეთის ხელისუფლების მიერ შენგენის ტურისტული ვიზებით ქვეყანაში შესვლის აკრძალვისა და მათი გაცემის შეწყვეტის ჩათვლით, რუსულმა მხარემ ამ ეტაპზე გადაწყვიტა შეამციროს ფინეთთან ორმხრივი საკონსულო ყოფნა, რადგან იგი არ შეესაბამება რუსეთ-ფინეთის ურთიერთობების ამჟამინდელ დონეს. შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ფინურ მხარეს ეკისრება" - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.