რუსეთი და ჩინეთი იაპონიის ზღვაში საბრძოლო წვრთნებს იწყებენ. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, საერთო ზღვა - 2025 წვრთნები ვლადივოსტოკში, წყნარ ოკეანეში რუსეთის უმსხვილეს პორტთან დაიწყო.
3-დღიან წვრთნებში ოთხი ჩინური საზღვაო ხომალდი, მათ შორის, მართული რაკეტებით დატვირთული ორი გამანადგურებლები იღებს მონაწილეობას.
ჩინეთსა და რუსეთს შორის წვრთნები მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ მედვედევის მუქარის შემდეგ "შესაბამის რეგიონში" ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების გადაწყვეტილება მიიღო.




