რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ჯაშუშობაში ადანაშაულებს ბრიტანეთის საელჩოს მეორე მდივანს. ФСБ-ს განცხადებით, ის თანამდებობიდან მოხსნეს და უბრძანეს ქვეყნის შემდეგ ორ კვირაში დატოვება.
ФСБ ირწმუნება, რომ ჯენს ჯერარდუსმა, რომელიც მოსკოვში ბრიტანეთის საელჩოში იყო მივლინებული, ქვეყანაში შესვლისას "განზრახ გასცა ცრუ ინფორმაცია."
"ФСБ-მ ასევე აღმოაჩინა დიპლომატის მიერ რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი დიპლომატიური დაზვერვის საქმიანობის მტკიცებულებები და ასევე დოკუმენტირებული მცდელობები, მოეპოვებინა მგრძნობიარე ინფორმაცია რუს ეკონომიკის ექსპერტებთან არაფორმალური შეხვედრების დროს," - წერია განცხადებაში.
ФСБ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს "თავი შეიკავონ" ბრიტანელ დიპლომატებთან შეხვედრისგან.




