სანქტ-პეტერბურგი, ლენინგრადის ოლქი და ტვერი უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე გახდა.

რუსეთის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში განხორციელდა. ადგილობრივი მედიისა და ხელისუფლების ცნობით, თავდასხმის ეპიცენტრში ამჯერად სანქტ-პეტერბურგი, ლენინგრადის ოლქი და ტვერის რეგიონი აღმოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეგიონის თავზე რამდენიმე მოიერიშე დრონი დაფიქსირდა, რის გამოც საჰაერო თავდაცვის სისტემები ამოქმედდა. საფრთხის გამო, მსგავს შემთხვევებში ტრადიციულად ამოქმედდა გეგმა "Ковер", რაც საჰაერო სივრცის დროებით დახურვასა და აეროპორტების მუშაობის შეჩერებას გულისხმობს.

დრონების იერიში დაფიქსირდა ტვერშიც. ადგილობრივი მოსახლეობა სოციალურ ქსელებში აფეთქებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მუშაობის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

"საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. მტრის უპილოტო საფრენი აპარატების მოგერიება გრძელდება. შესაძლო ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე ზუსტდება", — ნათქვამია ადგილობრივი ხელისუფლების პირველად განცხადებებში.