ასეთი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტისთან" ჯგუფ „სომხეთის მეგობართა ქსელის" ანგარიშის კომენტირებისას გააკეთა.
„ევროკავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების გაღრმავება: მეტი ევროპა სომხეთში; მეტი სომხეთი ევროპაში“ - ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ხელმძღვანელობით ასეთი სახელწოდებით მომზადებულ ანგარიშში ერევნისთვის უსაფრთხოების დარგში შეთავაზებული წინადადებები საღ აზრს ეწინააღმდეგება, - განუცხადეს სააგენტო „რია ნოვოსტის" რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
დისკუსია ამიერკავკასიის რესპუბლიკის სამხედრო პოტენციალის გაძლიერების შესახებ რუსი სამხედროების გაყვანის გზით - არის „საშიში დემაგოგია". დღეს არსებული უსაფრთხოების სისტემის გადახედვის სანაცვლოდ დასავლეთი კონკრეტულ შეთავაზებას არ აკეთებს. ჩანაფიქრი - რუსეთიდან და ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანებიდან სომხეთის ჩამოშორებაა, - განაცხადეს სამინისტროში და დასძინეს:
„გიუმრის 102-ე რუსეთის სამხედრო ბაზის და რუსი მესაზღვრეების არსებობა სომხეთის სუვერენიტეტის ერთადერთი რეალური გარანტიაა".