საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის თქმით, რუსეთი საქართველოსთან "ჯანსაღი პრაგმატული ურთიერთობის" განვითარებისთვის მზად არის, იმ საკითხებში, რომელიც ორივე ქვეყნისთვის მოგებიანია.

"მზად ვართ ვიაროთ ორმხრივი ნორმალიზების გზით". – განაცხადა გალუზინმა.

რუსმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდნენ სამომავლო ქმედებებზე.

მიმდინარე წლის მაისში, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ მოსკოვი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას მიესალმება.