უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა დღეს უკრაინის ქალაქებზე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, აგრეთვე ჰიპერბგერითი რაკეტებით განახორციელა დარტყმა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კიევზე, დნეპროპეტროვსკზე, კრივოი-როგზე,სლავიანსკზე და კრამატორსკზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 50 დაშავდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ნატოს სამიტის წინ ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, წერს, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე სხვადასხვა ტიპის რაკეტებით განახორციელა 40-ზე მეტი სარაკეტო დარტყმა.
Russian terrorists have once again launched a massive missile attack on Ukraine. Different cities – Kyiv, Dnipro, Kryvyi Rih, Slovyansk, Kramatorsk. More than 40 missiles of various types. Apartment buildings, infrastructure, and a children's hospital have been damaged.
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) July 8, 2024
All… pic.twitter.com/8mN73BKLuY
სარაკეტო დარტყმის შედეგად კიევში 9 ადამიანი დაიღუპა. კიევის მერმა ვიქტორ კლიჩკომ „როიტერთან" საუბარში აღნიშნა, რომ ომის ორი წლის განმავლობაში კიევზე განხორციელებული ყველაზე სასტიკი თავდასხმა იყო. ერთ-ერთი რაკეტა კიევის ბავშვთა პოლიკლინიკის შენობას მოხვდა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა მსხვერპლი პოლიკლინიკაში იმ დროს მყოფ ბავშვებს და მათ მშობლებს ან პოლიკლინიკის პერსონალს შორის