საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაციის (AVVR) აღმასრულებელმა მდივანმა ალექსეი პლოტნიკოვმა განაცხადა.
ჩვენ გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ მივმართოთ მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს თხოვნით, გააძლიერონ ზომები რუსული ბაზრის დასაცავად და
მთავრობას და სახელმწიფო სათათბიროს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ექსპერტთა საბჭოს გავაცნოთ AVVR-ის პოზიცია, მათ შორის, ნატოს ქვეყნებიდან ღვინის, ცქრიალა ღვინის, შემაგრებული ღვინის იმპორტის 200%-იანი გადასახადის დაწესების შესახებ, - განუცხადა სააგენტოს პლოტნიკოვმა.
მისი თქმით, ასოციაციამ ასევე შესთავაზა საქართველოდან ღვინის, ცქრიალა ღვინისა და შემაგრებული ღვინის იმპორტის შეღავათიანი რეჟიმის გაუქმება.