ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ

რუსეთის ექვს რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 30 აგვისტოს ღამით უკრაინის შეიარაღებული ძალების დრონებით მოსკოვის, ფსკოვის, რიაზანის, კალუგის, ბრიანსკის და ორიოლის რეგიონებში, აგრეთვე რუსეთის მიერ ოკუპირებულ სევასტოპოლზე განხორციელდა თავდასხმა.  

ფსკოვში, უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავს ილ76-ს  გაუჩნდა ცეცხლი. დაზიანებულია ოთხი თვითმფრინავი.

თვითმხილველების თქმით, აეროპორტს 20-მდე დრონი შეუტია. ფსკოვში მომხდარ ინციდენტზე თავდაცვის სამინისტროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია და ხელისუფლება ოფიციალურად არ ასახელებს დრონების ზუსტი რაოდენობას. 

ფსკოვის ოლქის გუბერნატორმა მიხაილ ვედერნიკოვმა 30 აგვისტოს ფსკოვის აეროპორტში ყველა ფრენის გაუქმების შესახებ განაცხადა. მისი თქმით ეს საჭირო ასაფრენი ბილიკის დაზიანების ხასიათის დასადგენად.  

მოსკოვის ოლქის რუზსკის რაიონში მოსკოვის მიმართულებით მფრინავი დრონის ჩამოგდების შესახებ მოსკოვის მერმა სობიანინმა განაცხადა. საინფორმაციო სააგენტო „ტასის" ცნობით, დილამდე დაკეტილი იყო შერემეტიოვოს, დომედედოვოს, ვნუკოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტები.