რუსეთი 27 ივლისს მოსკოვი-ფხენიანის მიმართულებით პირდაპირ სამგზავრო ავიარეისებს აღადგენს.

ეს ნაბიჯი ივნისში მოსკოვი-ფხენიანის სამგზავრო სარკინიგზო რეისების აღდგენას მოჰყვა და 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან ორი დედაქალაქის რეგულარული საჰაერო მიმოსვლით დაკავშირების პირველი შემთხვევა იქნება.

რუსეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, როსავიაციამ, ავტორიზაცია ავიაკომპანია Nordwind-ს მისცა, რომ მოსკოვი-ფხენიანის რეისები კვირაში ორჯერ განახორციელოს. თუმცა, გამოცემა Reuters იუწყება, რომ ამ ეტაპზე "მდგრადი მოთხოვნის ჩამოყალიბების მიზნით", მომსახურება თვეში ერთი რეისით დაიწყება.

აქამდე, ერთადერთი პირდაპირი საჰაერო მარშრუტი რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეას შორის იყო ჩრდილოეთ კორეის ავიაკომპანია Air Koryo-ს რეისები რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკში, კვირაში სამჯერ.