რუსეთის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა
1664260883
რუსეთის ქალაქ იჟევსკის სკოლაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის 11 ბავშვია. შესაბამის ინფორმაციას რუსული მედია უდმურტეთის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.
რეგიონში ოთხდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
თავდასხმა იჟევსკის სკოლაში გუშინ დილით მოხდა. სკოლის ყოფილმა მოსწავლემ, 1988 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, სკოლაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
რუსეთის ფედერაციის განათლების მინისტრის, სერგეი კრავცოვის განცხადებით, თავდამსხმელი ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა.