რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანადის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მარიხუანის ლეგალიზაციას გულისხმობს, ქვეყნის საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების უხეშ და ნებაყოფლობით დარღვევას წარმოადგენს.

რუსულ უწყებაში აღნიშნავენ, რომ კანადამ ხელი მოაწერა მთელ რიგ კონვენციებს, რომლებიც ხელმომწერ სახელმწიფოებში, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენების შეზღუდვას გულისხმობს. მათი გამოყენება მხოლოდ სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულებით არის დაშვებული, ამას გარდა სხვა ნებისმიერი სახის ინტერპრეტაცია დაუშვებელია.

კანაფის ლეგალიზაციის შესახებ კანონს, კანადის სენატმა, მახრი 19 ივნისს დაუჭირა. კანონი, რომელიც ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე კანაფის ლეგალიზაციას გულისხმობს, ორ თვეში ამოქმედდება. კანონის შესაბამისად, დაშვებული გახდება სახლში ოთხ ძირამდე კანაფის მოყვანა და მაღაზიებში ყიდვა.