გუშინ, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა გუშინ დაიწყო და ხვალ დასრულდება. პირველ ორ დღეს პრეზიდენტობის კანდიდატებს მხოლოდ საზღვარგარეთ მყოფი რუმინეთის მოქალაქეები აძლევენ ხმას.
რუმინული მედიის ინფორმაციით, საზღვარგარეთის 965 საარჩევნო უბანზე 3.6 მილიონი ბიულეტენია გაგზავნილი. დღევანდელი დღის 16:00 საათისთვის არსებული მონაცემებით ხმა მისცა 250106 ამომრჩეველმა, რაც 2024 წლის გაუქმებულ საპრეზიდენტო არჩევნების დროის ასეთივე მონაკვეთში დაფიქსირებულ რიცხვს (125126) ორჯერ აღემატება.
რუმინეთის პოლიციის გენერალური ინსპექციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას იმ ადამიანთა შესახებ აცნობა და რეაგირება სთხოვა, რომლებიც საარჩევნო კაბინებში თავიანთ თავს იღებენ, გაკეთებული არჩევანის დამადასტურებელ ჩანაწერს ინტერნეტით ავრცელებენ და ამით საარჩევნო პროცესის ფარულობას არღვევენ.