ამის შესახებ ინფორმაციას რუმინელი პრესა აქვეყნებს
პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატის შუამდგომლობა და დაადგინა:
გადამოწმებული და გადათვლილი იქნეს ყველა (როგორც ნამდვილი, ისე ბათილი) ბიულეტენი.
გადამოწმების და და გადათვლის შედეგები მიეწოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
საქმის განხილვის ვადა განისაზღვრა 14:00 საათი 2024 წლის 29 ნოემბრის 14:00 საათი.
რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი ქელინ ჯორჯესკუ, მეორეზე კი ელენა-ვალერიკა ლასკონი, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი იონ-მარჩელ ჩოლაკუ მხოლოდ მესამე იყო და იგი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ვერ გადავიდა.
არჩევნებში სულ 14 კანდიდატი მონაწილეობდა. საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნებიდან პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატის, ქელინ ჯორჯესკოს მოხსნის შუამდგომლობით საკონსტიტუციო სასამართლოს კრისტიან-ვასილე ტერჰეშმა (მან პირველ ტურში ხმების 1,04% მიიღო) და სებასტიან-კონსტატინ პოპესკუმ (მან პირველ ტურში ხმების 0.16% მიიღო) მიმართეს.
რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ორგანოს პრეზიდენტი მუდმივი საარჩევნო ორგანოს პრეზიდენტი ტონი გრებლა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეუძლებელია აღნიშნულ ვადაში 41 საარჩევნო ოლქში, აგრეთვე სასამართლოებში არსებული 9 მილიონზე მეტი ბიულეტენის გადამოწმება-გადათვლის პროცესის აღნიშნულ ვადაში განხორციელება.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ავგუსტინ ზეგრეანი გაკვირვებას გამოხატავს აღნიშნული გადაწყვეტილების გამო.
მოსამართლეებმაც და ყველამ, ვისაც საარჩევნო პროცესთან შეხება ჰქონია, უნდა იცოდნენ, რომ სრულიად შეუძლებელია ასეთი მოთხოვნის ამ ვადაში შესრულება.
საარჩევნო ოლქები უკვე გაუქმებულია, ხალხი მოსაძებნია და მისაყვანია ადგილზე. არავინ არ იცის, ვინ გადაუხდის მათ ამ დამატებითი სამუშაოსთვის, - ამბობს იგი და კითხვაზე თუ რას შეეძლო გამოეწვია საკონსტიტუციო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება, უპასუხა:
ვფიქრობ, ისინი შეშინდნენ იმ დისკუსიის გამო, რომელიც გაიმართა ბატონი ორბანისთვის (ლუდოვიკ ორბანი, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მან ხმების 0,21% მიიღო - „აიპრესი") მიცემული ხმების ქალბატონი ლასკონისთვის მიცემულ ხმებზე წამატებასთან დაკავშირებით. სასამართლოს, ცხადია, არ შეუძლია იცოდეს, მოხდა თუ არა ეს სინამდვილეში და მას მტკიცებულებები ესაჭიროება.
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთებს ძალაუფლების ნებისმიერ ფასად, მათ შორის, დემოკრატიის ფასად შენარჩუნება სურთ. ორშაბათს ყველა პოლიტიკური ლიდერი აღიარებდა შედეგებს, - აცხადებს „რუმინეთის ხსნის კავშირის" თავმჯდომარის მოადგილე იონუც მოშტიანუ და დასძენს:
დღეს ცესკოს არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ჩვენ ხვალ არჩევნების მეორე ტურის კამპანია უნდა დაწყებულიყო. გვყავს ორი კანდიდატი: სამართლიანი, პატიოსანი, კანონმორჩილი, პროევროპული კანდიდატი, „რუმინეთის ხსნის კავშირის" თავმჯდომარე ელენა ლასკონი და ტიკ-ტიკზე მფრინავი ქელინ ჯორჯესკუ. ხმის მიცემა წმინდა რამაა დემოკრატიაში და კანონით დადგენილ 24-საათიან ვადაში არავის არ დაუყენებია ეჭვქვეშ შედეგები. როგორადაც არ უნდა მიიჩნევდნენ რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოში, მეჩვენება, რომ ისინი ბენზინგასამართ სადგურზე სანთებლით თამაშობენ და ეს ძალიან საშიშია დემოკრატიისთვის.
იონუც მოშტიანუ ყველა პარტიულ ლიდერს სთხოვს, რათა მათ მიმართონ თავიანთ წარმომადგენლებს ცესკოში და მათ უარყონ საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნა.
მასალა განახლებულია.