რომის პაპმა ლეო XIV-მ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.
წმინდა საყდრის პრესსამსახურის განცხადებით, რომის პაპმა ხერსონის ოლქის ქალაქ ოლეშკიში არსებულ ვითარებაზე „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა.
განცხადების თანახმად, რომის პაპმა პუტინს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, რათა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შესაძლებელი გახდეს.
„დასასრულს, წმინდა მამამ კიდევ ერთხელ დაადასტურა წმინდა საყდრის ერთგულება დიალოგისა და მშვიდობის ხელშეწყობისადმი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ საერთაშორისო საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ მოუწოდა, რათა მათ ოლეშკის ალყა შეწყვიტონ.








