რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებაზე მისვლა დააგვიანა, რისი მიზეზიც ლიფტში გაჭედვა გახდა. ამის შესახებ მან თავის მრევლს განუცხადა.
„დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი. 25 წუთი ლიფტში ვიყავი გაჭედილი“, - აღნიშნა რომის პაპმა მისივე თქმით, მას გამოსვლაში მეხანძრეები დაეხმარნენ. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომის პაპი პირად ლიფტში გაიჭედა. ამ ლიფტის მეშვეობით იგი სამოციქულო სასახლის ბოლო სართულზე ადის, საიდანაც ქადაგებას კითხულობს.