ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, შეხვედრის მიზანია ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა.
„როიტერის“ ცნობით, ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეგვიპტის, კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესია მიღწეული.
თარგმანი: პირველი არხი