სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლის გამკაცრების ახალი წინადადება წარადგინა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც პირველი კანონპროექტი სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ფაქტობრივად დაბლოკა.

ამის შესახებ სლოვაკური მედია წერს.

გასულ კვირას სლოვაკეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები ჩააგდო, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებდა და რომელსაც კრიტიკოსები „რუსულ კანონს“ უწოდებდნენ. თუმცა, პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ახლა ალტერნატიული წინადადებით გამოვიდა, რომელიც ასევე მიზნად ისახავს არასამთავრობოების კონტროლის გაძლიერებას.

ფიცომ აღიარა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ მისთვის სასურველი საკანონმდებლო ცვლილებების გატარება თითქმის შეუძლებელი გახადა და რეკომენდაცია გასცა, გამოყენებულ იქნას „სამართლებრივი კონტროლის ყველა არსებული ინსტრუმენტი და ჩატარდეს არასამთავრობო ორგანიზაციების ინსპექტირება, განსაკუთრებული ყურადღებით მათი საქმიანობის, დაფინანსებისა და მართვის სამართლებრივი მოთხოვნების დაცვაზე, განსაკუთრებით კი ბიუჯეტური სახსრების მოზიდვასა და გამოყენებაზე“.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ სლოვაკეთის წინააღმდეგ სამართალწარმოება წამოიწყო მთავრობის მიერ ინფორმატორთა დაცვის ბიუროს ლიკვიდაციის გამო.

თარგმანი: პირველი არხი