სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ევროკავშირს პოლიტიკური ლიდერობის ნაკლებობის გამო აკრიტიკებს.
ამის შესახებ ფიცომ კიევში ვიზიტის დროს უკრაინის პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ევროკავშირი ასეთ უმნიშვნელო როლს ასრულებს საერთაშორისო პოლიტიკაში“, – განაცხადა ფიცომ.
მისივე თქმით, გაუგებარია, თუ როგორ არის შესაძლებელი, რომ ორგანიზაციას 500 მილიონზე მეტი მოსახლეობით არ შეეძლოს შეუერთდეს ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობდა რუსეთ-უკრაინის საშინელი ომის დასრულებას. ამასთან, ფიცო გამოვიდა ინციატვით და აღნიშნა, რომ სლოვაკეთი მზად არის მის ტერიტორიაზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ სამმხრივი მოლაპარაკებები მომავალ კვირას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში გაიმართება და ყურადღება მშვიდობისკენ გადადგმულ შემდგომ ნაბიჯებზე იქნება გამახვილებული.




