ასე ეხმიანება დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო.

„დონალდ ტრამპის პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ მისთვის პირში ბურთის ჩაჩრას და როცა ამას ვერ ახერხებენ, ისე აღიზიანებენ საზოგადოებას, რომ ვიღაც ნაძირალა იარაღს იღებს. ახლა კი ჩვენ შერიგებაზე, დაწყნარებაზე და პატიების აუცილებლობაზე საუბრების მოწმეები გავხდებით", - დაწერა პრემიერმა სოციალურ ქსელში.


რობერტ ფიცო აღნიშნავს, რომ ტრამპზე თავდასხმის სცენარი ქსეროქსით კოპირებულივით ჰგავს 15 მაისს მასზე მომხდარ თავდასხმას. პოსტში ის აგრეთვე აკრიტიკებს ზოგიერთ სლოვაკურ მედიას.

თავდამსხმელისთვის სლოვაკური ენის ცოდნა საკმარისი იქნებოდა ტრამპთან „ურთიერთობის მოგვარების" სურვილი რომ გასჩენოდა, - წერს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი.