რეზო გიგინეიშვილის ფილმი "მძევლები" ამერიკულმა HBO-მ შეიძინა. აღნიშნულის შესახებ Variety წერს.
"მძევლები" 1983 წლის თბილისის მოვლენებს ეხება, როდესაც რამდენიმე ახალგაზრდამ თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში, თავისუფალი სამყაროს სიმბოლოში გაქცევა გადაწყვიტა. გიგინეიშვილთან ერთად სცენარზე მწერალი ლაშა ბუღაძეც მუშაობდა.
ფილმი ქართულ-პოლონურ-რუსული პროექტია, რომელიც ქართულმა და პოლონურმა კინოცენტრებმა ერთობლივად დააფინანსეს.