უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსეი რეზნიკოვი ამბობს, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინელი სამხედროები, ზოგჯერ, ერთ კვადრატულ კილომეტრზე 5 რუსულ ნაღმს აწყდებიან.

დღეს უკრაინა ყველაზე დანაღმული ქვეყანაა მსოფლიოში. ასობით კილომეტრი დანაღმული ველი, მილიონობით ასაფეთქებელი მოწყობილობა, ფრონტის ზოგიერთ სექტორში კვადრატულ მეტრზე ხუთ ნაღმამდე.

რუსების მიერ დანაღმული ველები სერიოზული დაბრკოლებაა ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაგრამ არა გადაულახავი. ჩვენ გვყავს კვალიფიციური მესაზღვრეები და თანამედროვე აღჭურვილობა, მაგრამ ეს უკიდურესად არასაკმარისია ფრონტისთვის, რომელიც ასობით კილომეტრზეა გადაჭიმული უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით", - თქვა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა "გაფართოვონ და დააჩქარონ" წვრთნა, რომელსაც ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის ბრიტანეთი, უკვე ატარებს.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება განაღმვისთვის აუცილებელი მეტი აღჭურვილობა და შესაძლებლობები, თავად აწარმოოს ასეთი აღჭურვილობა.

„უკრაინას ასევე სჭირდება აღჭურვილობა პარტნიორებისგან და ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში საწარმოო ბაზის შექმნა, რათა შევძლოთ ჩვენი მიწის გაწმენდა რუსული ნაღმებისგან,“ - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა მოიყვანა მონაცემები უკრაინაში ნაღმების გავრცელების შესახებ და თქვა, რომ უკრაინელი სპეციალისტები „ყოველდღიურად ასობით ფეთქებად საგანს პოულობენ“:

"ნაღმები და აუფეთქებელი ჭურვები ამჟამად გაფანტულია უკრაინის ტერიტორიის 174 000 კვადრატულ კილომეტრზე, ანუ ქვეყნის დაახლოებით 20 პროცენტზე".

როგორც უკრაინის ეკონომიკის სამინისტრომ გამოაცხადა 7 აგვისტოს, უკრაინელმა მეწარმეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აწარმოონ განაღმვისთვის საჭირო ტექნიკა.