რუსეთის დიზელის საწვავის მწარმოებელი ექვსი უმსხვილესი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნიდან სამი სექტემბერში იძულებული გახდა, მნიშვნელოვნად შეემცირებინა ან მთლიანად შეეჩერებინა მუშაობა უკრაინული დრონების დარტყმებით მიყენებული ზარალის გამო. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

ჟურნალისტების წყაროების ცნობით, ამ ექვს ქარხანაზე რუსული დიზელის საწვავის წარმოების დაახლოებით ნახევარი მოდის. სააგენტოს თანამოსაუბრეები აცხადებენ, რომ ერთ-ერთი მათგანი — ლენინგრადის ოლქში მდებარე "კინეფის" ქარხანა — სრულად არის გაჩერებული. კიდევ ორი — "ლუკოილ-ვოლგოგრადნეფტეპერერაბოტკა" და "ლუკოილ-ნიჟეგოროდნეფტორგსინთეზი" — ნომინალური სიმძლავრის დაახლოებით მეოთხედზე მუშაობს.

კვირას თავდასხმა ნიჟნეკამსკის ქარხანასაც შეეხო, თუმცა მისი შედეგების მასშტაბების შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია.