Reuters-ის ცნობით, ოსლოში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქება, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტს უკავშირდებოდეს.

"არსებული უსაფრთხოების ვითარების კონტექსტში, სრულიად ბუნებრივია, რომ მომხდარი აშშ-ის საელჩოზე განზრახ თავდასხმად ჩაითვალოს", - ამის შესახებ მედიას პოლიციის წარმომადგენელმა ფროდე ლარსენმა განუცხადა

აფეთქება კვირას, დაახლოებით ღამის 1:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად საკონსულო შესასვლელი კარი დაზიანდა. ეჭვმიტანილები იდენტიფიცირებულები არ არიან. ოსლოს პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. სხვა დეტალები უცნობია.

აშშ-ის ხელისუფლებას ინციდენტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.