მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტი EG.5 სწრაფად ვრცელდება, – იუწყება Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით.

EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამის ქვევარიანტია.

ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაში დაფიქსირდა და მხოლოდ აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთა 17%-ს EG.5 შტამი დაუდასტურდა.