თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა, რომელშიც სამშვიდობო პერსპექტივებზე ისაუბრა. ერდოღანმა რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებების თურქეთში მასპინძლობა შესთავაზა.
ერდოღანმა პრესკონფერენციაზე ღიად განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს უპირობოდ უჭერს მხარს.
დღეს, 18 თებერვალს რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა საუდის არაბეთში, უკრაინის წარმომადგენლის გარეშე, მოლაპარაკებები გამართეს.
მხარეები რუსეთის უკრაინაში მიმდინარე აგრესიის დასრულების შესაძლებლობების განსახილველად შეიკრიბნენ, ასევე განიხილეს ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის პირისპირ შეხვედრის შესაძლებლობები.