თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და  საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს.

“დიდი მწუხარებით შევიტყვე საქართველოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად ბევრი ადამიანის გარდაცვალებისა და დაშავების შესახებ.

ჩემი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ თქვენს აღმატებულებას, მეგობარ და მეზობელ ქართველ ხალხსა და გარდაცვლილთა ახლობლებს”, - აღნიშნავს რეჯეფ თაიფ ერდოღანი.

ცნობისთვის, შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა