აღნიშნულის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
„10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო სამუშაოები, სადაც ტექნიკა არის ჩართული. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მეორე ნაპირზე, სადაც ინტენსიური შველა-ძიების სამუშაოები მიმდინარეობს. მობილიზებულია მაქსიმალური რაოდენობის ტექნიკა. უკვე 103 ერთეულზე ვართ ასული მძიმე ტექნიკის თვალსაზრისით, რაც შესაბამის 10 მდებარეობაზეა გადანაწილებული და მაშველების შესაბამისი მითითებით მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია“, - განაცხადა ქარსელაძემ.
შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში, მეწყრის ჩამოწოლას მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ დრომდე ეძებენ 9 ადამიანს.