ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს, რომლის დროსაც რუსეთის ლიდერმა მას აცნობა, რომ იგი დელიში G20-ის სამიტს ვერ დაესწრება, ნათქვამია მოდის ოფისის განცხადებაში.
"პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ დღეს სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ლიდერებმა განიხილეს პროგრესი ორმხრივი თანამშრომლობის რიგ საკითხებში და გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივი ინტერესის რეგიონულ და გლობალურ საკითხებზე, მათ შორის BRICS-ის ახლახან დასრულებულ სამიტზე", - ნათქვამია მოხსენებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ პუტინმა მოდის უთხრა, რომ იგი 9-10 სექტემბერს, დელიში გამართულ G20-ის სამიტს ვერ დაესწრება და აცნობა, რომ რუსეთის წარმომადგენელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი იქნება.
მასში ნათქვამია, რომ მოდიმ "ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდა" და რუსეთს, ინდოეთის მხარდაჭერისთვის, მადლობა გადაუხადა.