რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობებმა უპრეცედენტო ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვლადივოსტოკში აღმოსავლეთის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში  ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერის მოადგილესთან შეხვედრაზე განაცხადა.

მოლაპარაკებისას პუტინმა განაცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ხელახლა არჩევის შემდეგ მარტში, პირველი ვიზიტი სწორედ რუსეთში განახორციელა, მეტყველებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების უპრეცედენტო ისტორიულ დონეზე.

„ეს არის ნიშანი იმისა, რომ რუსეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში აბსოლუტურად უპრეცედენტო ნიშნულზეა. როგორც აღნიშნეთ, მომავალშიც გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა აქვს.

„როგორც საქმიანი, ასევე პირადი მეგობრული ურთიერთობები. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ორმხრივი ურთიერთობებისა და სახელმწიფოთაშორისი კავშირების განვითარებას“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.