ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის გენერალური შტაბი ამ დროისთვის დაკავებულია "ორეშნიკის" საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტებისთვის ახალი სამიზნეების შერჩევით. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა კოლექტიური თავდაცვის ორგანიზაციის (ОДКБ) სესიაზე განაცხადა.

"ამ მომენტისთვის, თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი არჩევს სამიზნეებს. ეს შესაძლოა იყოს სამხედრო ობიექტები, სამხედრო წარმოების ობიექტები ან გადაწყვეტილების მიღების ცენტრები კიევში, მით უფრო, რომ კიევის რეჟიმი არაერთხელ ეცადა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების დაზიანებას მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში, და ეს მცდელობები გრძელდება" - განაცხადა პუტინმა.

ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც 24 წელია ხელისუფლებაშია, სრულიად არალეგიტიმური უწოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობას - "იურიდიული თვალსაზრისით, მათ არ აქვთ სამხედროებისთვის ბრძანების გაცემის უფლებაც კი". პუტინის თქმით, რუსეთს მზად აქვს "ორეშნიკის" ანალოგიური რამდენიმე სისტემა, ხოლო მათი მასირებული გამოყენების შემთხვევაში, მისი ამგვარი დარტყმის სიმძლავრე ბირთვული აფეთქების ტოლფასი იქნება.