განცხადება ამის შესახებ რამდენი წუთის წინ გაავრცელა ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა. მან ვიდეოჩანაწერი გაავრცელა, სადაც სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი და აცხადებს, რომ ყველაფერი მათი კონტროლის ქვეშაა.

მისი თქმით, სანიტარული დანაკარგები დღეში ზოგჯერ 1000 ადამიანს შეადგენს. მათ შორის არიან არიან წვევამდელებიც, რომლებიც იმიტომ კი არ ამბობენ ომში წასვლაზე უარს, რომ ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ არ არის საკმარისი ტექნიკა. 

"გენშტაბის უფროსი გაიქცა, როგორც კი გაიგო რომ შენობას ვუახლოვდებოდით!"- აცხადებს პრიგოჟინი.

"სამხედროები გადაადგილდებიან გრაფიკის თანახმად და არანაირი პრობლემა არაა. ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშაა. ყველაფერს ვაკენტროლებთ რაც ხდება და შემტევია ავიაცია გაფრთხილებულია დარტყმები არა ჩვენ, არამედ უკრაინას მიაყენონ" - აცხადებს პრიგოჟინი.

მართვის მთავარი პუნქტი შეუფერხებლად მუშაობს. ამიტომ როდესაც მოგიყვებიან ზღაპრებს, თითქოს ფრონტზე რაღაც ცუდი ამბები მოხდა, იცოდეთ, რომ ეს ამის გამო არ არის. როდესაც აქ მოვედით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ბევრ რამეში. უდიდესი ტერიტორიებია დაკარგული და სამხედროების ოთხჯერ მეტი რაოდენობაა დაღუპული, ვიდრე ამას ოფიციალურად აცხადებენ.

სანიტარული დანაკარგები დღეში ზოგჯერ 1000 ადამიანს შეადგენს.

შეგახსენებთ რომ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ჯგუფის დამფუძნებლის სახელით გავრცელებულ არცერთ განცხადებას არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ამ კუთხით უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.