ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.
„ვაგნერის" მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის დეფიციტის შემთხვევაში მებრძოლები ბახმუტს 10 მაისს დატოვებენ.
პრიგოჟინის თქმით, საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო, დაჯგუფების დანაკარგები ყოველდღიურად იზრდება.
„მიუხედავად ამისა, „ვაგნერის" მეთაურთა საბჭომ გადაწყვიტა დაეცვა პოზიციები და გაეგრძელებინა შეტევა ბახმუტზე 2023 წლის 10 მაისამდე, რათა რუსებისთვის წმინდა დღესასწაულს - 9 მაისს, გამარჯვების დღეს - რუსული იარაღის ბრწყინვალებით შეხვდეს." ქვედანაყოფები „ჭრილობების მოსაშუშებლად" ზურგში არსებულ ბანაკებში გაემგზავრებიან, - ამბობს პრიგოჟინი და დასძენს, რომ ამ დროისთვის 90%-ია ჭურვების დეფიციტი.