ჰოლოკოსტის მემორიალური ინსტიტუტის, იად ვაშემის, მიერ გამოქვეყნებული პოსტის შინაარსის გამო ისრაელის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
პოლონეთის თქმით, ჰოლოკოსტის შესახებ იად ვაშემის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში ნათლად არ ჩანდა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელებს ყვითელი ვარსკვლავის ნიშნის ტარებას ნაცისტური გერმანიის საოკუპაციო ძალები აიძულებდა და არა - პოლონეთის ხელისუფლება, რის გამოც 24 ნოემბერს ისრაელის ელჩი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ მემორიალური ინსტიტუსის პოსტზე უკმაყოფილება გამოთქვა, რომელშიც წერია, რომ პოლონეთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ებრაელებს "გარშემომყოფი პოპულაციისგან იზოლირებისთვის" განმასხვავებელი ნიშნის ტარებას აიძულებდნენ.
მინისტრმა თქვა, რომ მაშინდელი პოლონეთი "გერმანიის მიერ ოკუპირებული იყო" და ეს პოსტში ნათლად უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი.
"რადგანაც შეცდომაში შემყვანი პოსტი არ შესწორებულა, გადავწყვიტე, ისრაელის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარო." - დაწერა სიკორსკიმ X-ზე.




