ამის შესახებ პოლონეთის და უნგრეთის საინფორმაციო საგენტოები იუწყებიან.
ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის თავმჯდომარეობის გახსნის ცერემონიაში უნგრეთის ელჩის მონაწილეობას არ ვგეგმავთ, - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გადაწყვეტილება დაკავშირებულია „ბუდაპეშტის ბოლოდროინდელ ქმედებებთან“, რაც პარტია „კანონი და სამართლიანობის" წევრ, იუსტიციის მინისტრის ყოფილ მოადგილე მარჩინ რომანოვსკისთვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭებაში გამოიხატება.
გამოცემა Onet-ის ინფორმაციით, უნგრეთის ელჩი იქნება „არასასურველი სტუმარი ევროკავშირის პოლონეთის პრეზიდენტობის ინაუგურაციის დროს, რომელიც საღამოს ვარშავაში გაიმართება“. პორტალის ცნობით, უნგრულ მხარეს შესაბამისი ნოტა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაეგზავნა.
თითქმის ერთი თვის წინ, როდესაც ჩვენ სტუმრები მოვიწვიეთ, მათ შორის იყო მთელი დიპლომატიური კორპუსი, მაგრამ რომანოვსკისთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ გადაწყვიტა, რომ უნგრეთის ელჩის დასწრება არ იქნებოდა მისასალმებელი. მიიღებს თუ არა მონაწილეობას საელჩო ზეიმში მონაწილეობას სხვა დონეზე, ეს მათი გადასაწყვეტია - თქვა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მაგდალენა სობკოვიაკ-ჩარნეცკამ TVP Info-ს ეთერში და იქვე დაამატა, რომ პოლონეთმა უნგრეთის პრემიერ მინისტრი ვიქტორ ორბანი აგრეთვე არ მიიწვია ვარშავის დიდ თეატრში გამართულ ცერემონიალზე.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ უნგრული სააგენტოები უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეს კომენტარისთვის.
პოლონელი კოლეგა-მინისტრის გადაწყვეტილების შესაფასებლად ორ ტერმინს შორისაა კონკურენცია: „სამარცხვინო და ბავშვური", - უპასუხა მათ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ.