რუსული რეაქტიული დრონი უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთთან, დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით ორ კილომეტრში ჩამოვარდა. ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა.
„კიდევ ერთი რუსული თავდასხმა დასავლეთ უკრაინაზე. რეაქტიულმა დრონმა უკრაინის მხარეს, პოლონეთთან, დოროჰუსკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან დაახლოებით 2 კილომეტრში დაარტყა. პოლონეთის საჰაერო სივრცე არ დარღვეულა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემები და თვითმფრინავები მზად იყვნენ რეაგირებისთვის. განგაშის გაუქმების შემდეგ თვითმფრინავები ბაზებზე დაბრუნდნენ, ხოლო თავდაცვის სისტემები დაკვირვებისა და მზადყოფნის რეჟიმში გადავიდნენ“, – აღნიშნა კოსინიაკ-კამიშმა სოციალურ ქსელში.




