პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდა.

კიევის რკინიგზის სადგურიდან ფოტოს პრემიერის კანცლერია სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც პოლონური მედია იუწყება, დონალდ ტუსკი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდება. განხილვის ერთ-ერთი საკითხი კი, პოლონეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე აკრძალვა და პოლონელი გადამზიდავების მიერ უკრაინელი კონკურენტებისთვის საზღრვის ბლოკირება იქნება.

აღსანიშნავია, რომ პოლონელმა გადამზიდავებმა საზღვარზე ბლოკირებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები, პოლონეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად, მარტამდე გაათავისუფლეს. მანამდე, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მის მთავრობაში არავის მისცემს ნებას, საკუთარი პოზიციები ანტიუკრაინული განწყობების მიხედვით წარმოაჩინონ.