პოლონეთის თავდაცვის მინისტრი მარიუშ ბლაშაკი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში უკრაინაში Leopard 2-ის ტიპის 10 ტანკი გაიგზავნება. ამის შესახებ Sky News იუწყება.

"ოთხი ტანკი უკვე უკრაინაშია. კიდევ 10 მიმდინარე კვირას ჩავა“, - განაცხადა ბლაშაკმა.

პოლონეთი პირველი ქვეყანაა დასავლელ მოკავშირეებს შორის, რომელმაც უკრაინას Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცა. ვარშავა უკრაინას ასევე გაუგზავნის PT-91 Twardy-ის ტიპის 60 ტანკს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის ხელისუფლებამ შვეიცარიას თხოვნით მიმართა მხარი დაუჭიროს Leopard 2-ის ტიპის 96 ტანკის გაყიდვას.