პოლიციამ ლოს-ანჯელესის ცენტრში, საიმიგრაციო რეიდების საწინააღმდეგო აქციებზე 56 ადამიანი დააკავა.
მასობრივი არეულობების დროს დაშავდა ორი პოლიციელი. სამართალდამცველები მოტოციკლის დაჯახების შედეგად დაშავდნენ.
სამართალდამცველები ცდილობდნენ ლოს-ანჯელესის მთავარი მაგისტრალის გათავისუფლებას, რომლის ერთი მონაკვეთი დემონსტრანტებმა გადაკეტეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, მომიტინგეებმა პოლიციასთან შეტაკებების დროს მათ ბოთლები და ქვები ესროლეს და სულ მცირე ხუთი მანქანა დაწვეს.
ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ესკალაცია გამოწვეული იყო ფედერალური მთავრობის ქმედებებით, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ლოს-ანჯელესში საპროტესტო აქციების ჩასახშობად კალიფორნიის ეროვნული გვარდიის გაგზავნის შესახებ.
ლოს ანჯელესში აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2 000 ჯარისკაცის გაგზავნის ბრძანება გასცა.