პოლონეთში პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც სოციალურ ქსელში სავარაუდოდ დონალდ ტუსკის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეო გამოაქვეყნა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, 54 წლის მამაკაცმა ვიდეო სოციალურ ქსელში 18 სექტემბერს განათავსა. მათივე ცნობით, ჩანაწერი შესაძლოა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მიმართ მუქარას შეიცავდეს.

ეჭვმიტანილის დაკავებისას პოლიციამ ამოიღო, როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერი, ისე ეჭვმიტანილის ელექტრონული მოწყობილობები.

პოლიციის სამმართველოს პრესსპიკერის კაროლინა კოვალიკის განცხადებით, გამოძიება გრძელდება.

როგორც პოლონური მედია წერს, დაკავებულ მამაკაცს ბრალს ხვალ წარუდგენენ.